ორივე:
გამარჯობა
ქეთევანი:
მიდი დაიწყე.
დავითი:
კარგი.
ახლო კადრი დავითზე
დავითი:
გამარჯობა, მე დავითი ვარ. თეატრის რეჟისორი, მსახიობი და სცენის აკადემიის თანადამფუძნებელი.
ახლო კადრი ქეთევანზე
ქეთევანი:
მე კი ქეთევანი ვარ. რეჟისორი, დრამატურგი და სცენის აკადემიის თანადამფუძნებელი.
საშუალო კადრი ორივეზე
დავითი:
და უკვე ორი წელია, ერთად ვაკეთებთ სცენის აკადემიას.
შემოდის სპექტაკლებისა და სამუშაო პროცესის კადრების კასკადი
დავითი (O.S.):
სცენის აკადემია მოზარდთა თეატრალური პლატფორმაა, სადაც ისინი სწავლობენ ყველაფერს, რაც თეატრის შექმნას სჭირდება: თამაშის ტექნიკებს, რეჟისურას, სასცენო მეტყველებას, დრამატურგიას, განათებას, მუსიკას…
ქეთევანი (O.S.):
და რაც მთავარია, ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ თავად ქმნიან თეატრს
კადრში ჩნდებიან დავითი და ქეთევანი
ქეთევანი:
ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც თვითონაც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდით:
ახლო კადრი ქეთევანზე
ქეთევანი:
თავისუფალი, დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი და საინტერესო
ახლო კადრი დავითზე
დავითი:
სადაც შეიძლება იდეა მოიფიქრო, მაგრამ მაინც სცადო. შეიძლება თავიდან არ გამოგივიდეს, მეორედ სცადო და ბოლოს შენი თეატრი შექმნა.
ორივე ერთად
ქეთევანი:
მაგრამ ერთი რამ ჯერ არ გვითქვამს.
დავითი:
ჰო.
მოკლე პაუზა. ქეთევანი გახედავს დავითს
ქეთევანი:
ვუთხრათ?
დავითი:
აუცილებლად.
ქეთევანი:
უკვე?
დავითი:
უკვე დროა, არა?
ქეთევანი:
შენ ეტყვი?
დავითი:
მე ვუთხრა?
ქეთევანი:
სულ მალე სცენის აკადემიას საკუთარი სცენა ექნება!
დავითი:
დიახ, არ მოგესმათ - იხსნება სცენის აკადემიის თეატრი!
მოკლე, ენერგიული მონტაჟი: სივრცის კადრები
ქეთევანი:
სადაც ჩვენს იდეებს და თქვენს იდეებს..
დავითი
სცენაზე გადმოტანის შესაძლებლობა ექნებათ, ამიტომ, თუ გიყვარს თეატრი, თუ გინდა რაღაც ახალი სცადო...
ქეთევანი:
თუ გინდა საკუთარი თავი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში აღმოაჩინო...
დავითი:
თუ გაქვს სათქმელი და გინდა, რომ ის სცენაზე გაჟღერდეს
ორივე კამერას უყურებს
ორივე:
გახდი სცენის აკადემიის წევრი.
Fed in. end card
სცენის აკადემია
გახდი სცენის აკადემიის წევრი
დარეგისტრირდი ქასთინგზე
Model
Lyria 3 Pro
Type
Music
Aspect ratio
default
Make your own
Open this recipe in the studio — same model and settings, your idea.